ირაკლი კობახიძე - 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით

წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს არ ქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით.

„წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებითაც. 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო და რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი მომავალი წლის ბოლოსთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება