საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში სალექციო კურსი ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გივი გავარდაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უკვე მეორედ იმყოფებოდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებისათვის სალექციო კურსი ჩაატარა და ინოვაციური საპროექტო სამუშაოები შეასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, გივი გავარდაშვილი შეხვდა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო პროექტების მომზადების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე. ასევე, Erasmus + ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადების შესახებ.

სტუ-ის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, 2021 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტს შორის, გაფორმებული კონტრაქტი ითვალისწინებს სალექციო კურსის (60 საათი) ჩატარებას თემაზე - “ინოვაციური მეცნიერება სამოქალაქო და გარემოს დაცვის მშენებლობაში“, ხოლო პრაქტიკული კი საკურსო სამუშაოების განხორციელებას ინოვაციური გარემოსდამცავი კონსტრუქციების, კერძოდ, სამიარუსიანი კომბინირებული დრენაჟის, ღვარცოფსარეგულაციო ელასტიკური ბარაჟის, თოვლის ზვავის საწინააღმდეგო ინოვაციური კონსტრუქციის, მდინარის კალაპოტური ეროზიული პროცესების სტაბილიზაციისათვის ინოვაციური ნაგებობების და მთის ფერდობის წყლისმიერი ეროზიის მარეგულირებელი ბიო-საინჟინრო ღონისძიებების დაპროექტებისათვის მეცნიერული მეთოდოლოგიის დამუშავებას.

„ვიზიტის ფარგლებში ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკსთან განვიხილეთ 2024-2028 წლებში გეოინჟინერინგის ფაკულტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივა. პროფესორ დარიუზ პოპილარჩიკის თხოვნით, ფაკულტეტის სამეცნიერო სემინარზე წარვდექი მოხსენებით - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინოვაციური კვლევები და საერთაშორისო საგრანტო პროექტებში ინსტიტუტის მონაწილეობა“. ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის გეოინჟინერინგის ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო სემინარი რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, გეოდეზიისა და სამოქალაქო მშენებლობის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი იაცეკ რაპინსკი, ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და უნივერსიტეტის სამოქალაქო მშენებლობისა და გარემოს დაცვის ინჟინერინგის სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი, რომელსაც აქტიურად დაუჭირა მხარი რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ“, - აცხადებს გივი გავარდაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, სალექციო კურსის დასრულების შემდგომ, ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ოლშტინის ვარმია–მაზურის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, პროფესორ ჯერზი ჯარასზევსკის მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“ მოიწვია. ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 99 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024 წლის 13-18 ივლისს გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება