ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გაგრძელდება ყველა დაწყებული პროექტი და გაიზრდება წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე.

„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქართული სოფელი, ამისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება. აქაც გაგრძელდება ყველა ის დაწყებული პროექტი, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება. გვინდა გაიზარდოს წვდომა ფინანსურ ინსტრუმენტებზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთათვის. ხელს შევუწყობთ კვლავაც მემცენარეობის, მეცხოველეობის, თევზჭერის, ბიოწარმოების, გადამუშავების და შემნახველი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, აგროდაზღვევის, სამელიორაციო სისტემის განვითარებას. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ გაფართოვდეს არსებული ბაზრები სოფლის მეურნეობისთვის და მოვიძიოთ ახალი ბაზრები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება