ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია

სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს - რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.

"ინტერპრესნიუსი" სამძიმარს უცხადებს ტელეკომპანია "იმედს" და დაღუპულთა ოჯახებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს