ჯოზეფ ბორელი უკრაინაში დრონების საწარმოში იმყოფებოდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში დრონების საწარმოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

„გუშინ, შესაძლებლობა მქონდა უკრაინული გამოგონება მენახა - ბოლოდროინდელი სტარტაპი, რომელიც ახლა „დრონების არმიის“ პროგრამის ფარგლებში დღეში 1500 პატარა დრონს აწარმოებს“, - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე.

ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს პოტენციალი, ტექნოლოგიურად ძლიერი სახელმწიფო გახდეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი კიევში გუშინ ჩავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება