პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს - როგორც ვიცი, „კარუსელი“, როტაციის პრინციპი გქონიათ შემოღებული - რაღაც მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება

როგორც ვიცი, კარუსელი, როტაციის პრინციპი გქონიათ შემოღებული - რაღაც მრგვალ მაგიდასთან დასხდებით, გონგი ჩამოჰკრავს და ვისზეც გაჩერდება შემდეგი პრემიერი ის იქნება - რა მმართველობის ფორმაა ეს?! - ასე მიმართა პრემირ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

როგორც მანჯგალაძემ კობახიძის მისამართით განაცხადა, არავინ იცის რატომ, რა პრინციპით გაუშვეს თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი და შეარჩიეს ის პრემიერ - მინისტრის პოსტზე, რაც სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა.

„ორი თვის წინ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ზარ-ზეიმი იყო. პარლამენტის ჭერი ტაშის კვრით ჩამოინგრა და ვნახეთ, რომ ერთ დღეს ეს ადამიანი არ არის. მაშინ მე ღარიბაშვილს ვუთხარი: - თქვენ გაქვთ მოდელი, როცა ყველა ექვს თვეში ერთხელ მიდიხართ და ეკითხებით, ხომ არ მოვიდა წასვლის დრო? - ვკითხე, ახლა ხომ არ მოვიდა წასვლის დროს. მან ამ საკითხზე არ მიპასუხა - ახლა როგორ ხართ შეთანხმებული?“ - მიმართა კობახიძეს პაატა მანჯგალაძემ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება