“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”  - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და თანავუგრძნობთ იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს იმერეთსა და ზემო აჭარაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

„იმედი გვაქვს, რომ მეწყრის ქვეშ მოყოლილი ყველა ადამიანი უვნებელი დაუბრუნდება თავის ოჯახს, ხოლო სტიქიის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი და შესაბამისი დახმარება გაუწიოს სტიქიით დაზარალებულ ჩვენ თანამოქალაქეებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება