„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

„თეგეტა ჰოლდინგი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიის დროს დაკარგულები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში.

6-7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ განსაკუთრებით ბაღდათის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სამწუხაროდ, მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე პირის მიმართ კი ძებნა-შველის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აქვე გვინდა, ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ სამაშველო სამუშაოებში ჩართული მეხანძრე-მაშველების მიმართ, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ სტიქიის ზონაში. ბაღდათის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს „თეგეტა ჰოლდინგი“ დაეხმარება“, - აღნიშნულია „თეგეტა ჰოლდინგის“ განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება