ირაკლი კობახიძე - მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება - უხეშობა პოლიტიკაში და უხეში რიტორიკა ჩვენს ინტერესებში არ შედის

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკაში უხეშობა და უხეში რიტორიკა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განმარტა, მეტი კონსენსუსი და ნაკლები რადიკალიზმი ქართულ პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება.

კობახიძის თქმით, ეს ყველაფერი ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა, ამიტომ სამთავრობო შემდგენლობა იქნება კონცენტრირებული სწორედ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დაკავშირებულია მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებთან. კობახიძე ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერში ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი.

„რაც შეხება პოლიტიკურ კონსენსუსს და არჩევნების სათანადო სტანდარტებით ჩატარებას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის სერიოზული გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ნებისმიერ სახელმწიფოს განვითარებისთვის სჭირდება სიმშვიდე, მათ შორის პოლიტიკური. სჭირდება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია, ინსტიტუციონალიზაცია, სადაც ჩვენ სერიოზული ხარვეზები გვაქვს, როგორც თავად მოგეხსენებათ. ეს ყველაფერი ყველა პოლიტიკური სუბიექტის პასუხისმგებლობაა. ჩვენ სამთავრობო შემდგენლობა თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებთან. თუ ამ ყველაფერში იქნება უზრუნველყოფილი, ყველა პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობა, ეს ძალიან კარგი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხარვეზები არის, არის უხეშობა პოლიტიკაში და უხეში რიტორიკა, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის. სუბიექტური მიზეზის გამო, ეს არ არის მარტო ობიექტური ინტერესი. ქვეყნის ინტერესებშიც შედის ნაკლები უხეშობა პოლიტიკაში, მაგრამ ასევე არის სუბიექტური ინტერესი. როდესაც კონკრეტული პარტია იგებს არჩევნებს, ის სუბიექტურადაც არის დაინტერესებული, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. გახსოვთ როგორ დაიწყო ე.წ. პოლარიზაცია, რადიკალიზმი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო არჩევნების არცნობა, შემდეგ გახსოვთ,რა პროცესები განვითარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გეთანხმებით, რომ მეტი კონსენსუსი, ნაკლები რადიკალიზმი ჩვენს პოლიტიკურ სისტემას აუცილებლად სჭირდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით სპეკულაციები ისმოდა.

„იყო სპეკულაცია კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით, თუმცა, ეს სპეკულაციები იყო და სიღრმეებში შესვლა არ მინდა.

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილებები შესაბამისმა თანამდებობის პირებმა მიიღეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით დაისვა ეს შეკითხვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ყველა მინისტრს, მათ შორის თავდაცვის შევთავაზე თანამდებობაზე დარჩენა, თუმცა, ბატონ ჯუანშერ ბურჭულაძეს სხვა მოსაზრება და სურვილი ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციაც იქნა გაზიარებული, მას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა სურდა და ეს იყო ამ საკადრო ცვლილების ერთადერთი მიზეზი. რაც შეეხება ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, მგონი, დამეთანხმებით, რომ ის არაჩვეულებრივი კადრია ამ თანამდებობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში