ირაკლი კობახიძე - სხვა პატიმრებს პატიმრობის ვადის მოხდა უწევთ საკანში, მიხეილ სააკაშვილი 2-ოთახიან პალატაშია - მორალური  შეხედულებიდან გამომდინარე, ამით მე დავითრგუნებოდი, არ ვიცი რამდენად ითრგუნება სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს ჩართულია პოლიტიკაში და აქტიურად მონაწილეობს, აქედან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა არის სერიოზულად გაუმჯობესებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი 2-ოთახიან პალატაში იხდის სასჯელს, მაშინ, როცა სხვა პატიმრებს საკანში უწევთ ყოფნა, რაც პირდადად მისთვის დამთრგუნველი იქნებოდა, თუმცა არ იცის, ითრგუნება თუ არა სააკაშვილი ამით.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას: ითქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით. მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, პირდაპირ ამას ამბობდნენ. ამას ამბობდნენ ორი წლის განმავალობაში. დღეს ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩაერთო. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს ჩართულია პოლიტიკაში და აქტიურად მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, თავად მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა არის სერიოზულად გაუმჯობესებული.

რაც შეეხება რამდენად არის დამთრგუნველი, დამამცირებელი მდგომარეობა, მინდა შეგახსენოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში კი არ არის, ის არის კლინიკაში, 2-ოთახიან პალატაში, შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ ის დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მე დავითრგუნებოდი ამით მორალური შეხედულებიდან გამომდინარე, არ ვიცი ამით რამდენად ითრგუნება მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება