ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4-წლიან სამთავრობო პროგრამას საზოგადოებას შემოდგომაზე გააცნობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ამბიციური გეგმები, რომ საქართველო სხვადასხვა სექტორში ჰაბი გახდეს.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა, ამის პერსპექტივა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანა.

„ამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ ორი კრიზისი გამოვიარეთ, ეს იყო გლობალური რეგიონული კრიზისები 2025-2016 წლებში და 2020 წელი. ამის მიუხედავად, ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, 27 მლრდ ლარიდან 80 მლრდ ლარამდე გაიზარდა ჩვენი მშპ. განსაკუთრებით ბოლო სამი წელი გვქონდა ზრდის მაღალი ტემპი. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გვინდა გავხდეთ ჰაბი სხვადასხვა სექტორში, ამბიციური გეგმები არსებობს, მთავარია, რომ ეს გეგმები სისრულეში იყოს მოყვანილი. პერსპექტივა გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რაც ქვეყანას აქვს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით ჰაბად ვაქციოთ“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან სამთავრობო პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საზოგადოებას შემოდგომისთვის გააცნობს.

„ახლა მე წარმოდგენილი მაქვს 10-თვიანი სამთავრობო პროგრამა. საბოლოოდ, ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ შემოვიტანეთ სამთავრობო პროგრამა. ტექნიკურადაც შეიძლება წარმოიდგინოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი პროგრამის გადახედვა არასრული ერთი დღის განმავლობაში. აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის, რომ სამთავრობო პროგრამა დაეფუძნა 2021-2024 წლის სამთავრობო პროგრამას, გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი, თუმცა, შემდეგი თვეები მომეცემა თითოეულ დარგში უფრო ღრმად ჩახედვის საშუალება, ეს დრო აქტიურად დაეთმობა იმას, რომ განისაზღვროს საკითხები, პრობლემები და ამის საფუძველზე უნდა მომზადდეს 4 წლიანი სამთავრობო პროგრამაც. სიახლეებიც არსებითად იქნება წარმოდგენილი. წინასწარ შემიძლია დაგპირდეთ, რომ საკმაოდ ბევრი, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება წარმოდგენილი იმ პროგრამაში, რომელსაც საზოგადოებას შემოდგომისთვის გავაცნობთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება