ირაკლი კობახიძე - თუ სადღაც ეკონომიკა 3-ჯერ მეტია, მოქალაქე შეიძლება წავიდეს - ფიზიკის კანონია, აქ ეკონომიკა ნაკლებია, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან

ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ადამიანის ინტერესია წავიდეს იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით 3-ჯერ მეტი სხვაობაა.

“ამ წლების განმავლობაში ვითარება რადიკალურად გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც გვისწრებენ ის ქვეყნები, სადაც ჩვენი მოქალაქეები მიდიან. თუ სადღაც ეკონომიკა არის 3-ჯერ მეტი, ჩვენი მოქალაქე შეიძლება წავიდეს იმ ქვეყანაში. მაგრამ ის, რომ ეკონომიკა იზრდება, არ გამოირიცხება ამ მოცემულობით, ანუ ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ სხვაობა კვლავაც დიდია. ბუნებრივია, ადამიანის ინტერესია, სადაც არის 3-ჯერ მეტი სხვაობა, გადავიდნენ მეორე ქვეყანაში.

ფიზიკის კანონია, აქ არის ნაკლები ეკონომიკა, იქ მეტი, შესაბამისად, ადამიანები ერთი ქვეყნიდან მეორეში მიდიან. ისეთ ვითარებაში, სადაც ასეთი ეკონომიკური სხვაობა გვაქვს, ერთადერთი, რამ რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებას, არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ან ნიჰილიზმის დაძლევა, თუმცა არიან კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ტელევიზიები, რომლებიც, პირიქით, ხელს უწყობენ ნიჰილიზმის გაღვივებას, პატრიოტული სულისკვეთების დაკნინებას და ა.შ. ეს არ არის კარგი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე, იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა, განსაკუთრებით ახალგაზრდამ დატოვოს ჩვენი ქვეყანა“ , - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე და აღნიშნა, რომ ტურიზმიდან შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალ მხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა.

„ასევე ითქვა, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არიან მაღალ მხარჯველიანი ტურისტები, აქაც მათემატიკა გვეუბნება, რომ ვითარება პირიქით არის. თუ არ ვცდები, პანდემიამდე 9 მილიონი იყო ვიზიტორების რაოდენობა, ახლა არის ბევრად ნაკლები, 30%-იანი შემცირებაა ვიზიტორების ნაწილში, მაგრამ რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს 26%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა ხარჯვის მოცულობა. არა თუ დაიკლო, არამედ გაზიარდა მაღალ მხარჯველიანი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა კობახიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო