გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - არაერთხელ გაიმეორეთ მთავარი ფრაზა: „ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ“ - ეს ტემპი რომ შევინარჩუნოთ, საქართველო უმუშევრობას ვერასდროს დაამარცხებს, უკეთეს შემთხვევაში, 2052 წელს დაამარცხებს

ბატონო ირაკლი, თქვენ არაერთხელ თქვით, რომ ყველაფერი ციფრებია. არა, ბატონო ირაკლი, ყველაფერი არის ადამიანები და არა ციფრები, - ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე.

გიორგი ვაშაძის თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს, რომ „ტემპი უნდა შენარჩუნდეს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრით კმაყოფილია.

„ადამიანები არიან უმუშევარი დღეს ქვეყანაში. დღეს ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა. ამის საპასუხოდ კი თქვენ ამბობთ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებთ. არაერთხელ გაიმეორეთ მთავარი ფრაზა - „ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ“. თქვენთვის ყველაფერი, რაც დღეს ხდება ქვეყანაში, დამაკმაყოფილებელია. ეს ტემპი რომ შევინარჩუნოთ, საქართველო უმუშევრობას ვერასდროს დაამარცხებს, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ციფრებს რომ გავყვეთ, 2052 წელს დაამარცხებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის კრიტიკაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ როდესაც ის ციფრებზე საუბრობს, ეს ციფრები ადამიანებს ეხება.

ასევე, მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის ტემპი თუ 2023 წლამდე შენარჩუნდა საქართველო ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას დაეწევა.

„მე საუბარი მქონდა ციფრებზე, რომელიც ეხება ადამიანებს. როცა საუბარია ხელფასზე, ეს ადამიანის ხელფასია. როცა საუბარია დასაქმებაზე, ეს არის ადამიანის დასაქმება. როცა საუბარია სიღარიბის დაძლევაზე, საუბარია ადამიანის სიღარიბის დაძლევაზე. როცა 200 ათასის ნაცვლად, 600 ათას ავტომობილზეა საუბარი, ეს არის ადამიანის საკუთრებაში არსებული ავტომობილები.

რაც შეეხება ტემპის შენარჩუნებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი და ყველაფრის საზომი არის ეკონომიკა. როცა საუბარია ტემპზე, აქაც ყველაფრის საზომი არის ეკონომიკის ზრდის ტემპი. ბოლო 3 წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა იყო. შვიდი პროცენტი იყო შარშან ზრდა და წელსაც გვაქვს ძალიან კარგი პროგნოზი, წესით არ უნდა ჩამოვრჩეთ შარშანდელ მაჩვენებელს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას, ამაზეა საუბარი და ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ რა მოგწონთ, არ ვიცი“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ ვაშაძეს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება