საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დასავლეთ საქართველოსა და სოფელ ასურეთთან დატრიალებული ტრაგედიების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს უცხადებს დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად და სოფელ ასურეთთან, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ოჯახებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საუნივერსიტეტო საზოგადოება შეძრულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის, აჭარაში - ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში ჩამოწოლილი ზვავისა და განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა. მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ასურეთთან საჰაერო ბურთის ჩამოვარდნით დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასევე შეიწირა ადამიანების სიცოცხლე.

სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებთ სტიქიისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედს“. თვალს ვადევნებთ სტიქიის ზონებში მომუშავე მაშველთა კორპუსს და იმედს არ ვკარგავთ, რომ მეწყრის ზონაში დაკარგული ადამიანები უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება