ფინეთის პრეზიდენტი - ჩვენ რუსეთის არ გვეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ  ფინური მოდელი მშვიდობის გარანტიაა

ფინეთს რუსეთის არ ეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლის დროს განაცხადა.

ნიინისტომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებას აგრძელებს.

“ფინეთში ჩვენ ასევე ვგრძნობდით შფოთვას. ჩემი პირადი პასუხი იმაშია, რომ ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ სიფხიზლეს ვინარჩუნებთ. ასე იყო ათწლეულების განმავლობაში”, - განაცხადა ნიინისტომ.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა ევროპა აიძულა გაეღვიძა და ტრანსატლანტიკური კავშირები გააძლიერა.

“ფინური მოდელი მშვიდობის გარანტიაა. ევროპაში ნატოს ქვეყნებს რომ იმავენაირად ემოქმედათ, გაერთიანებული ძალები უზარმაზარი იქნებოდა. ვერავინ შეძლებს ასეთ ძლიერ მოთამაშეზე თავდასხმას”, - განაცხადა ნიინისტომ.

ცნობისთვის, 11 თებერვალს ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც გაირკვევა თუ ვინ ჩაანაცვლებს ნიინისტოს მის თანამდებობაზე. გამოკითხვების თანახმად, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ნაციონალური კოალიციის” წევრი ალექსანდრ სტუბი მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მოწინააღმდეგეს, პეკა ჰაავისტოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება