ირაკლი კობახიძე ვაშაძეს - თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, დავეწევით ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ, რა მოგწონთ, არ ვიცი

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას, - ასე უპასუხა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ეკონომიკის ზრდის ტემპთან დაკავშირებულ კითხვაზე.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განმარტა, როდესაც ის ციფრებზე და სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩენებლებზე საუბრობს, ეს ციფრები სწორედ ადამიანებს ეხება და მთავარი საზომი სწორედ ეკონომიკის ზრდის ტემპია.

„მე საუბარი მქონდა ციფრებზე, რომელიც ეხება ადამიანებს. როცა საუბარია ხელფასზე, ეს ადამიანის ხელფასია. როცა საუბარია დასაქმებაზე, ეს არის ადამიანის დასაქმება. როცა საუბარია სიღარიბის დაძლევაზე, საუბარია ადამიანის სიღარიბის დაძლევაზე. როცა 200 ათასის ნაცვლად, 600 ათას ავტომობილზეა საუბარი, ეს არის ადამიანის საკუთრებაში არსებული ავტომობილები. როცა საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი კორპუსი და ბინა აშენდა და 90%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს.

რაც შეეხება ტემპის შენარჩუნებას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი და ყველაფრის საზომი არის ეკონომიკა. როცა საუბარია ტემპზე, აქაც ყველაფრის საზომი არის ეკონომიკის ზრდის ტემპი. ბოლო 3 წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა იყო. შვიდი პროცენტი იყო შარშან ზრდა და წელსაც გვაქვს ძალიან კარგი პროგნოზი, წესით არ უნდა ჩამოვრჩეთ შარშანდელ მაჩვენებელს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას. ამაზეა საუბარი და ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ რა მოგწონთ, არ ვიცი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს, რომ „ტემპი უნდა შენარჩუნდეს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება ყველაფრით კმაყოფილია. მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ ყველაფერი ციფრებია, თუმცა „ყველაფერი არის ადამიანები და არა ციფრები”. ვაშაძემ კრიტიკა გამოთქვა ირაკლი კობახიძის ეკონომიკურ ხედვაზე და თქვა, რომ დღევანდელი ტემპის შენარჩუნებით, საქართველო უმუშევრობას ვერასდროს, უკეთეს შემთხვევაში კი 2052 წელს დაამარცხებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება