ირაკლი კობახიძე - „რადიკალური ოპოზიცია“ არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს, თუმცა მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის

„რადიკალური ოპოზიცია“ არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ის ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს - თუმცა მგონია, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ქვეყნის მტრები“ სინონიმები არ არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია, თუმცა ამ კონსოლიდაციის უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს რადიკალიზმზე უარის თქმა.

„რადიკალიზმია პრობლემა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. რადიკალიზმია ის, როდესაც არ ხდება ხელისუფლების საშინაო პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღიარება. მაგალითად, როდესაც არჩევნები გაყალბებულად ცხადდება, როცა ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი. ასევე რადიკალიზმია, როდესაც არ ხდება ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური ლეგიტიმაციის აღიარება. როდესაც ამბობ, რომ ხელისუფლება რუსულია, რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი, ეს არის რადიკალიზმი. ამიტომ, რადიკალური ოპოზიცია არა შეურაცხმყოფელი ეპითეტი, არამედ ის ტერმინია, რომელიც ოპოზიციის პოზიციას ასახავს. სამწუხაროდ, ეს ასეა. „ქვეყნის მტრებზე“ რომ იყოს საუბარი, ასეთი ტერმინოლოგია, შეიძლება უარყოფითად შევაფასოთ, თუმცა მგონია, რომ რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის მტრები არ არის სინონიმები. ზოგადად, საზოგადოებას სჭირდება კონსოლიდაცია, თუმცა ამ კონსოლიდაციის უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს უარის თქმა რადიკალიზმზე და იმედია, მომავალში ამ მიმართულებით განვითარდება პროცესები“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან „გირჩის“ დეპუტატის, ვახო მეგრელიშვილის კითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, თუ ვინ არის გლობალური ომის პარტია.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს არ აკონკრეტებდა და დღესაც გაუჭირდება ამ ყველაფრის დაკონკრეტება.

„რაც შეეხება "გლობალური ომის პარტიას", იცით, რომ ჩვენ ყველაფერს არ ვაკონკრეტებდით და დღესაც გაგვიჭირდება ამ ყველაფრის დაკონკრეტება, თუმცა თქვენც ხედავდით, რომ იყვნენ კონკრეტული ძალები, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულები საქართველოში პროცესების ისე წარმართვით, როგორც შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. გასული 3 წლის განმავლობაში იყო სერიოზული ზეწოლა. ჩვენთვის მთავარია, რომ რთული პროცესები გადავლახეთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო მარტივად წარიმართება პროცესები ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვიდრე ამას გასული 3 წლის მანძილზე ვხედავდით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება