ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ

„ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არაფერში არ ჩავერთეთ. „ჰამასის“ არცერთ ბოდვით მოთხოვნას არ ავყოლივართ, სისხლიანი ხელების მქონე ტერორისტების [გათავისუფლებაზე]. ვალდებულება არ არსებობს - მოლაპარაკება უნდა იყოს, ეს პროცესია და ამ მომენტში, რასაც „ჰამასისგან“ ვხედავ, ის არ მიმდინარეობს”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, აქამდე "ჰამასი" სამ-ეტაპიანი შეთანხმების წინადადებით გამოვიდა. ყოველი ეტაპი 45 დღე გრძელდება, და მისი მიხედვით მოხდება ღაზის სექტორში მყოფი მძევლების ისრაელის მიერ აყვანილი პალესტინელი ტყვეების სანაცვლოდ გათავისუფლება (მათ შორის იმათი, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი), ისევე როგორც მასიური ჰუმანიტარული და რეკონსტრუქციული ძალისხმევების დაწყება.

აქამდე გავრცელებული ცნობების მიუხედავად, "ჰამასმა" ომის დაუყოვნებლივ დასრულება არ მოითხოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება