ჯო ბაიდენი სენატში უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტის დაბლოკვაზე - „რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც მათ სენატში ორპარტიული სასაზღვრო შეთანხმება და საგარეო დახმარების პაკეტის წინსვლა დაბლოკეს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ არასდროს იფიქრებდა, ნახავდა მსგავს რამეს, რასაც ახლა ხედავს. პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ოპონენტი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კანონმდებლებს ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ ისინი მხარს დაუჭერდნენ პაკეტს.

„„რესპუბლიკელები“ უკან იხევენ, რადგან დონალდ ტრამპი მათ ურეკავს და ემუქრება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებისა და ამერიკის საზღვრების უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტზე შემდგომი განხილვის საკითხს, თუმცა საჭირო 60 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდა. კენჭისყრის შედეგების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტის განხილვის მომხრე იყო მხოლოდ 49 სენატორი, 50 კი - წინააღმდეგი წავიდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება