პაკისტანში, არჩევნების წინა დღეს, აფეთქებები განხორციელდა - დაიღუპა 30 ადამიანი

პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, აფეთქებები პაკისტანში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხდა.

12 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აფეთქების შედეგად კილა საიფულაში, პარტია „ჯამიათ ულემა-ისლამის“ საარჩევნო ოფისის წინ. მეორე აფეთქება პიშინის რაიონში, დამოუკიდებელი კანდიდატის, ასფანდ იარ კაკარის ოფისთან მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი.

ბელუჯისტანის პროვინციაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს პაკისტანის პროვინციამ“ აიღო.

აფეთქებები არჩევნების წინ პაკისტანში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე განხორციელდა. ძალადობის შემთხვევებმა მთელ ქვეყანაში იმატა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის პრესსპიკერის, ლიზ თროსელის განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფების მიერ პოლიტიკური პარტიების წევრებზე განხორციელებული თავდასხმების მინიმუმ 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს