ჰილარი კლინტონი - ნეთანიაჰუ უნდა წავიდეს, იგი სანდო ლიდერი არ არის

ნეთანიაჰუ უნდა წავიდეს, იგი სანდო ლიდერი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა.

„თავდასხმა სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მოხდა. ის უნდა წავიდეს და თუ ის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პროცესში დაბრკოლებას წარმოადგენს, თუ ის ხელს უშლის იმის განხილვას, თუ რა უნდა მოხდეს შემდეგში, მაშინ ის აუცილებლად უნდა წავიდეს“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელის მხარდასაჭერად ყველაფერი გააკეთა.

„მაგრამ ვფიქრობ, ასევე ნათელია, რომ ბაიდენი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა ნეთანიაჰუზე გავლენა მოახდინოს“, - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვას იმას, რომ ომი „ჰამასმა“ დაიწყო და ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი ომის კანონების მიხედვით დაიცვას.

„ნახეთ რა გაუკეთა რუსეთმა უკრაინას, გაანადგურა საავადმყოფოები, სკოლები, ქალაქები მიწასთან გაასწორა, გაიტაცა ბავშვები. ეს საშინელებაა. როდესაც შენ აგრესორი ხარ, როგორც „ჰამასი“ იყო 7 ოქტომბერს, ან როგორც რუსეთი იყო 2022 წლის თებერვალში, რა უნდა გაუკეთო აგრესორს? შენ იგი უნდა შეაჩერო“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება