ბექა დავითულიანი - ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება

ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავითულიანი აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ კობახიძე კარგი პრემიერ-მინისტრი იქნება.

ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას - მას ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება“, - განაცხადა დავითულიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება