სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მრავალი ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2023 წლის 30 იანვარს სახალხო დამცველმა შპს „იმპექსფარმს“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერი მოკლე შუალედით ორჯერ ზედიზედ იმყოფებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში. შვებულების დასრულების შემდეგ კი, დამსაქმებელმა უარი უთხრა თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებაზე, ვინაიდან, ხანგრძლივი შვებულების გამო, მენეჯერის პოზიციაზე უკვე სხვა პირი იყო დასაქმებული. სანაცვლოდ, დამსაქმებელმა მას სამსახური ქუთაისში შესთავაზა, იმ აფთიაქში, რომელიც დღემდე არ გახსნილა. აღსანიშნავია, რომ მეორე შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ, დამსაქმებელმა მას ანაზღაურების გარეშე შვებულება მისცა და 2022 წლის 5 მარტიდან დღემდე, განმცხადებელი, ფაქტობრივად, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა.

სახალხო დამცველის განმარტებით, დასაქმებულს უფლება აქვს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდეს იმავე სამუშაოზე და იმავე შრომის პირობებით და აგრეთვე, ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული შრომის პირობებით იმის ფარგლებში, რის მიღების უფლებაც მას ექნებოდა შვებულებით რომ არ ესარგებლა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომპანიის შეთავაზება, ფოთის მაცხოვრებლის ქუთაისში სამუშაოდ გამწესების შესახებ, საგრძნობლად აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას, რადგან კანონით განსაზღვრულ 3 საათზე მეტი დროა საჭირო სამუშაო ადგილზე მისასვლელად.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „იმპექსფარმს“: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და დასაქმებული დააბრუნოს იმავე სამუშაო ადგილზე იგივე სამსახურებრივი პოზიციით; უზრუნველყოს, იძულებითი მოცდენის გამო შესაბამისი ანაზღაურება; მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში სქესის, ორსულობისა, ოჯახური მდგომარეობის ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში.

იხილეთ რეკომენდაცია“, - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია