ბბ ლიზინგმა საქართველოს სალიზინგო კომპანიის ავტო ლიზინგის პორტფელი შეიძინა

საქართველოს სალიზინგო ბაზარზე პორტფელის გასხვისების საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. ბბ ლიზინგსა და საქართველოს სალიზინგო კომპანიას შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად, საქართველოს სალიზინგო კომპანიის მსუბუქი ავტომობილების ლიზინგის პორტფელი სამართავად გადაეცა ბბ ლიზინგს, შესაბამისად, პორტფელში არსებული მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას ბბ ლიზინგი განაგრძობს.

ბბ ლიზინგი, ბბ დაზღვევასთან ერთად, ბაზისბანკის ჰოლდინგში შემავალი ქვეყნის ერთ-ერთი მოწინავე სალიზინგო კომპანიაა. ბბ ლიზინგი რამდენიმე წელია, აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ ფინანსურ პროდუქტებს, მათ შორის: ავტო ლიზინგი, ავტო იმპორტის ლიზინგი, ძირითადი საშუალებების ლიზინგი, შეღავათიანი აგრო ლიზინგი, აწარმოე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ბბ ლიზინგი მომხმარებელს მაქსიმალურად გამარტივებულ პირობებს სთავაზობს. მინიმალური პირველადი შენატანით, დაბალი საპროცენტო სარგებლით, უსწრაფესი მომსახურებითა და დაფინანსების გამართული სისტემის საშუალებით, კომპანია ბაზარზე ერთ-ერთ კონკურენტულ სალიზინგო კომპანიად პოზიციონირდება.

აღნიშნულ გარიგებას ბბ ლიზინგი ახალ გამოწვევად იღებს და სამომავლო პრიორიტეტად ისახავს მომხმარებლებისთვის მეტად მრავალფეროვანი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას.

(R)

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს