ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - როგორც ნათელაშვილის ფანჩატური არ გამოდგა საგრილობლად მათთვის, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოადგებათ განსაწმენდლად

როგორც შალვა ნათელაშვილის ფანჩატური არ გამოდგა საგრილობლად მათთვის, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოადგებათ განსაწმენდლად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული ჯგუფები ამ პარტიისგან დისტანცირებას ცდილობენ, რადგან ეს პარტია მათთვისაც „კეთროვანი“ გახდა.

„ჩვენ სახეზე გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა - დაქსაქსვის პროცესი. ეს პარტია მათგან გამოყოფილი ჯგუფებისთვისაც კეთროვანი გახდა, ამიტომ ეს ჯგუფები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ძირძველი წევრებისგან, იდეოლოგებისგან, პროპაგანდისტებისგან შედგება, ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობიდან" დისტანცირება მოახდინონ, რომ სუფთას და ახლის იმიჯი შეიძინონ. რამდენად გამოუვათ და რამდენად იქნება პრეზიდენტის საფარველი ამ განწმენდის ადგილი, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ გარწმუნებთ, როგორც შალვა ნათელაშვილის ფანჩატური არ გამოდგა საგრილობლად მათთვის, არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოდგება მათთვის განსაწმენდლად. საგრილობელი ბიბლიურად განსაწმენდელია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება