ქუთაისის უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო

ქუთაისის უნივერსიტეტში ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია, რაც ხორციელდება ერასმუს + ჟან მონეს მოდულის ზამთრის სკოლა „ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის“.

„ჟან მონეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის პროცესების შესახებ ცოდნის გაფართოებას სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით თემებზე, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის ისტორიას, პოლიტიკას, ეკონომიკას და კანონმდებლობას, აგრეთვე ევროკავშირის მსოფლიოს სხვა რეგიონებთან ურთიერთობებს. პროგრამის ძირითადი ამოცანაა ევროპული განზომილების ჩართულობა უმაღლესი განათლების სისტემაში.

პროგრამის საქმიანობა ვრცელდება 78 ქვეყანაში, ხოლო საგანმანათლებლო ქსელი მოიცავს 800 უნივერსიტეტზე მეტს. 2013 წლიდან ჟან მონეს პროგრამა ინტეგრირებულია Erasmus+ პროგრამაში.

კონკურსში ქუთაისის უნივერსიტეტის, ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, სხვა უნივერსიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტები, ასევე საქართველოს სკოლის დამამთავრებელი კლასის (XI-XII) მოსწავლეები მონაწილეობენ.

ზამთრის სკოლის მონაწილეებისთვის სესიებს ქუთაისის უნივერსიტეტის და შვედეთის გოტერბორგის უნივერსიტეტის პროფესორები უძღვებიან.

ყველა მონაწილეს, კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გადაეცემა მოდულის გავლის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

ზამთრის სკოლის გამორჩეულ მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ მოდულით გათვალისწინებული ახალი პროექტის მომზადებაში და წარადგინონ პროექტი შესაბამის ფონდებში, ასევე, ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს შეუძლია ჩაერთოს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ჟან მონეს აქტივობების სხვა ღონისძიებებში, შეხვდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება