ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

კობახიძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამის გათვალისწინებით სიმბოლური და პრაქტიკული ჟესტია დავითაშვილისთვის პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილების მინიჭება.

„ეკონომიკის განვითარებას ქვეყნის საერთო წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ეკონომიკის ზრდაზეა თვისობრივად დამოკიდებული როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ისე ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მთავრობის საქმიანობის განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება. ამ დამოკიდებულების ერთ-ერთი სიმბოლური და პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს, საქართველოს მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება მიენიჭება“,- განაცხადა კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება