უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს

უკრაინა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სამიტს გამართავს, - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.

„უკრაინასთან თანამშრომლობას საფრთხეს არ ვუქმნით. მე დასავლეთ ბალკანეთისა და უკრაინის სამიტს დავესწრები, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. ჩვენ უკრაინის ხელისუფლებასთან ძალიან სწორი ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტს მომავალი სამიტის შესახებ სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე, რომელიც 28 თებერვალს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.

ალექსანდრ ვუჩიჩმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან, ბორის პისტორიუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სერბეთში მცხოვრები უკრაინელები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ვლადიმერ პუტინზე, ვიდრე ადგილობრივი რუსები. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სერბეთში ცოტა რუსი ცხოვრობს, დაახლოებით, 45-50 ათასი და მათი უმრავლესობა რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეა.

სერბეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელიც გადაწყვეტილებებს თავად იღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს