საია - 2023 წელს გაუარესდა ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა

2023 წელს გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, სადაც მათი დანიშვნის ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოექცა, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს საქართველოში სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას აფასებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების დანიშვნის პროცესი აღარ ეფუძნება პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის იდეას.

„გარდა ამისა, პრეზიდენტი დანიშვნის პროცესში არსებით მონაწილეობას აღარ მიიღებს. ახლებური რეგულირებით, ცესკოს თავმჯდომარეს და 7 უპარტიო წევრს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით აირჩევს, ხოლო არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა, არსებული 2/3-ის ნაცვლად, უბრალო უმრავლესობამდე (76 ხმა) შემცირდა. გაუქმდა უბრალო უმრავლესობით არჩეული პირების 6 თვით დანიშვნის წესი, რითაც საპარლამენტო უმრავლესობას შესაძლებლობა მიეცა, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ერთპარტიულად 5 წლის ვადით დანიშნოს.

2023 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შევიდა კიდევ ერთი დამაზიანებელი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერს აღარ შეუწყდება უფლებამოსილება, თუკი საკრებულო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კანონით დადგენილ ვადებში ვერ დაამტკიცებს. ეს ცვლილება მერის პასუხისმგებლობას სრულად გამორიცხავს და მას მხოლოდ საკრებულოზე ავრცელებს. პრობლემები გამოიკვეთა არა მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ ნორმატიულ დონეზეც. საკრებულოს რეგლამენტებში მექანიზმების შესახებ პროცედურა არასათანადოდაა გაწერილი, რაც ართულებს მათ გამოყენებას და პრაქტიკაში დანერგვას.

2023 წელს შენარჩუნდა უკუსვლის დინამიკა ღია მმართველობის და ანტიკორუფციული მიმართულებით. 2022 წლის ნოემბერში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, სხვა სიახლეებთან ერთად, ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს შექმნით გარკვეული უფლებამოსილებები ერთი ორგანოს ქვეშ გაერთიანდა მას არ აქვს საგამოძიებო ფუნქციები. ამასთანავე, ბიუროს ხელმძღვანელი ინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ“,- აღნიშნულია ანგარიშში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო