ვლადიმერ პუტინმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა დაადასტურეს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის განვითარების მიმართ და პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„დადასტურდა ორმხრივი ინტერესი რუსეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის შემდგომი განვითარების მიმართ. შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება პირადი კონტაქტები“, - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მანამდე, აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო ბიულეტენების 93%, რომლის თანახმადაც, რესპუბლიკის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92.05%-ით ლიდერობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება