„გორმედმა“ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი დაიწყო

სამედიცინო კლინიკების ქსელმა „გორმედმა“, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ქარელისა და ხაშურის ფილიალებს აერთიანებს, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭირო პროცედურები დაიწყო და ბელგიის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოსთან EURO MEDI INTERNATIONAL – თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

ინფორმაციას ამის შესახებ „გორმედი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამის შესახებ, სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ვლადიმერ კეპულაძემ ისაუბრა.

,,მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. ჩვენ ეს პროცესი 2023 წელს დავიწყეთ - გავაფორმეთ ხელშეკრულება ბელგიურ აკრედიტაციის ორგანოსთან და ვასრულებთ რეკომენდაციებს, რაც ეხება მომსახურების ხარისხს, პერსონალის კვალიფიკაციასა და ინფრასტრუქტურის მოწყობას. ვთვლი, რომ „გორმედის“ სამედიცინო ცენტრი მზადაა ჩაერთოს სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ხარისხის უწყვეტი განვითარების სისტემაში და ევროპული სტანდარტების სისტემის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა ვლადიმერ კეპულაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სააკრედიტაციო ორგანო „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) აკრედიტებული წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. EURO MEDI INTERNATIONAL-ის მიერ აკრედიტებულია მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრები.

„გორმედის“ სამედიცინო ქსელი უკვე ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს. ISO 9001 სტანდარტი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემაა. სერტიფიკატის ფლობა გულისხმობს საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისო ნორმებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს