ალეკო ელისაშვილი ირაკლი კობახიძეს - თქვენს ადგილას თორნიკე რიჟვაძეს, რომელიც მშვიდად, აუღელვებლად ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, მთიან აჭარაში მიწის მასის ჩამოშლის გამო სამუშაოების კოორდინაცია დაუყოვნებლივ დაავალოს.

ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად მსჯელობენ.

„ახლა ტელეფონში ვუყურებდი კადრებს, უზარმაზარი მიწის მასა როგორ მოძრაობს მთიან აჭარაში, როგორ დაიძრა. მართალია, ჯერ თქვენ არჩეული არ ხართ, რამდენიმე საათში გახდებით პრემიერ-მინისტრი, დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“ დაგიჭერთ მხარს, ეჭვი არ მეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შესდგომიხართ მოვალეობის შესრულებას, პირველი თქვენს ადგილას ახლავე რასაც გავაკეთებდი, ახლავე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს მშვიდად, აუღელვებლად, წყნარად რომ ზის და გვადევნებს თვალყურს, მითითებას და შენიშვნას მივცემდი, რომ დაუყოვნებლივ გაემგზავროს მთიან აჭარაში და ადგილზე გაუწიოს კოორდინაცია იმ სამუშაოებს, რაც აუცილებელია, რომ რამე მსხვერპლი არ გამოიწვიოს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება