ირაკლი ზარქუა კობახიძეს - ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ეს „გახარიები“ და „ლელო“ რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე?

მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი „ნაცი“ - [გიორგი გახარიას პარტია] გაშიფრულები არიან, ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“. „ლელოს“ ვაცადოთ „მუსტანგით“ "კატაობა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რიტაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს მიმართა.

მანამდე კი, დეპუტატმა შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, „რასთან გვაქვს საქმე“ რადგანაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ძალიან აკადემიურები ჩანან“.

„ბატონო ირაკლი, თქვენც შეამჩნევდით, ალბათ, ხომ? ე.ი. „კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან, ძალიან ისეთები გახდნენ, გესმით? ხმის ტონალობაშიც ეტყობათ და რაღაც შესძლებიათ. ეს „გახარიები“ და ეს „ლელო“, რა დღეში არიან, მარგინალები და რადიკალები გახდნენ, რასთან გვაქვს საქმე? ორი დღეა ვკითხულობ. გუშინ, საერთოდ არ შემოვიდნენ იმ დამწვარი „მუსტანგის“ მიმდევრები, საერთოდ არ მოუსმინეს. შესაძლებლობა გაქვს პრემიერობის კანდიდატს კითხვა დაუსვა და საერთოდ არ შემოვიდნენ. დღეს, „გახარიებმა“... პრინციპში, „გახარიების“ მესმის, გაიშიფრნენ, ამიტომ გაბრაზებულები არიან. სამეგრელოში მოატყუეს საზოგადოება, „ქართული ოცნების“ მეორე პარტია ვართო. ახლა, „ნაცები“ „უტყდებათ“ იმიტომ, რომ იციან, ისინი გაკოტრებულები არიან. აბა, რუსთავში და სამეგრელოში, ვინ შეუქმნა კოალიცია „ნაცებს“? მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და "ნაღდი ნაცი“, მიიღეთ, გაშიფრულები არიან, ისინი ვერ გადალახავენ და მერე გაგიჭირდებათ, მიიღეთ თქვენ შემადგენლობაში „გახარიები“ და „ლელოს“ ვაცადოთ კიდევ, „მუსტანგით“ "კატაობა". ეს კითხვა მქონდა, რასთან გვაქვს საქმე, რამ განაპირობა ამათი ასეთი მეტამორფოზა, ერთის და მეორე ჯგუფის“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება