ნატო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინას დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს

ნატო-ს ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანებასთან დაკავშირებით უკრაინას დიდი მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ ნატო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, დევიდ ქუერეიმ განაცხადა.

დევიდ ქუერეიმ განაცხადა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები აშშ-ის დედაქალაქში 9-11 ივლისს შეიკრიბებიან და სავარაუდოდ, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასაც განიხილავენ, მაგრამ კიევმა ამასთან დაკავშირებით მოლოდინები უნდა შეამციროს.

„ამ საკითხზე დიდ წინსვლას არ ველოდები, ძირითადად, ადგილზე არსებული სიტუაციის გამო“, - განაცხადა ნატო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

დევიდ ქუერეიმ აღნიშნა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია.

„საკითხავია როდის და არა თუ, ჩვენი ამოცანაა უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ მაშინ, როცა იგი ალიანსს უფრო და უფრო უახლოვდება“, - აღნიშნა ნატო-ში დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება