დავით ხაჯიშვილი „ქართულ ოცნებას“ - ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა!

ჩვენი დიასპორის, ემიგრანტების ფული გინდათ ქვეყნის ეკონომიკაში, ხოლო მათი არჩევნებში მონაწილეობა არა! ეს ხალხი აქედან გაექცა უმუშევრობას, უპერსპექტივობას და სიღარიბეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

მან ასევე მიმართა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, პარლამენტში დააინიციროს კანონპროექტი, რითაც ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.

„ბატონო ირაკლი, გუშინ ისაუბრეთ არჩევნებში დიასპორის ჩართულობაზე, ბოლო პასუხში კი, ფაქტობრივად, ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხი ვერ მოვისმინეთ. თქვენ თქვით, რომ დროებითი წარმომადგენლობის გახსნა შეუძლებელია, ფაქტობრივად, რადგან ერთ დღეში უნდა დაიხუროს. შემიძლია ამ თეზისში ნაწილობრივ დაგეთანხმოთ, თუმცა იმ არსებულ სიტუაციას ესეც კი აჯობებდა. თუ ამ ხალხის კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში გვინდა, ჩვენ მინიმალური კომფორტი მაინც უნდა შევუქმნათ. არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ 600-800 კმ არ უნდა იარონ. ამიტომ გთხოვთ, რომ კანონპროექტი დააინიციიროთ პარლამენტში, რადგან ამის გარშემო სხვანაირად პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. აქვე მინდა მიპასუხოთ და უპასუხოთ დიასპორას - დააინიცირებთ თუ არა პარლამენტში ასეთ კანონპროექტს და მოგვარდება, თუ არა ეს პრობლემა?“ - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება