ჯაბა სამუშიამ ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ასევე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის კავკასიის ბიუროს წარმომადგენლობა შეიქმნება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პოლონელ კოლეგებთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ვარშავის უნივერსიტეტს ქართველოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის.

„ვარშავის უნივერსიტეტი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მემორანდუმის საფუძველზე ჩვენს უნივერსიტეტებს შორის კიდევ უფრო გაფართოვდება ურთიერთობა ფაკულტეტების დონეზე. ჩვენთვის საინტერესო იქნება ვარშავის უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება განათლების მიმართულებითაც. ასევე, შესაძლებელია ქართულ-პოლონურ არქეოლოგიურ ექსპედიციებს ჩავუყაროთ საფუძველი“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

როგორც ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა იან მალიცკიმ აღნიშნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვნად გააფართოებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის არსებობს.

„დიდი პატივია, ასეთ მნიშვნელოვან დღეს, უნივერსიტეტის 106 წლის იუბილეზე, ამ მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერა. ჩვენს ქვეყნებს მსგავსი ისტორია აქვს და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განსაკუთრებულია“,- განაცხადა იან მალიცკიმ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლას, ერთობლივ კვლევით საქმიანობას, სემინარებსა და აკადემიურ შეხვედრებში მონაწილეობას, სასწავლო მასალების გაცვლას, სპეციალური მოკლევადიანი აკადემიური პროგრამების განხორციელებას.

ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები, დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება