თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს - არსებული დინამიკით, საქართველოში სიღარიბის დაძლევას, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, 25 წელიწადი დასჭირდება

განა მართლა სჯერა ან ივანიშვილს ან თქვენ, რომ ქართველი ხალხი 25 წელიწადი აიტანს იმ გაუსაძლის ვითარებას, სადაც ივანიშვილი და მისი კლანური გარემოცვა მდიდრდება კორუფციული გარიგებების ხარჯზე, ხალხი კი უმუშევრობას და უპერსპექტივობას ებრძვის? - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

ბოკუჩავას განმარტებით, არსებული დინამიკით, საქართველოში სიღარიბის დაძლევას, რაზეც დღეს ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, 25 წელიწადი დასჭირდება.

„ბატონო ირაკლი, გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, ეკონომიკაზე საუბრისას, თქვენ აღნიშნეთ, რომ სახეზეა ფუნდამენტური პროგრესი და რომ თქვენთვის მთავარია შეინარჩუნოთ ეკონომიკის განვითარების ეს ტემპი. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით, არსებული დინამიკით, რომელიც თქვენთვის ესოდენ მოსაწონია, 2024-2027 წლებში სიღარიბე საშუალოდ წლიურად მხოლოდ 0.7%-ით შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სიღარიბის დაძლევას ქვეყანა არსებული დინამიკით, ივანიშვილის ხელისუფლებით და მის მიერ დანიშნული პრემიერით, თქვენი სახით, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მიზანია ამ ტემპის შენარჩუნება და არა ცვლილება, საქართველოში სიღარიბის დაძლევას დასჭირდება 25 წელი.

თქვენ დღეს ასევე განაცხადეთ, რომ თქვენი სამთავრობო პროგრამის მიზანია 0% სიღარიბე, რის გამოც მქუხარე ტაში დაიმსახურეთ თანაპარტიელებისგან. მარტივად, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხელისუფლებაში დარჩენას 25 წელი აპირებთ. მესმის, რომ ივანიშვილი სრულიად მოწყვეტილია რეალობას, ვერ ხედავს ხალხის სიღარიბეს, უმუშევრობას, ვერც ფასების ზრდას, ვერც იმას, რომ ფაქტობრივად, ყოველი მეორე ოჯახი, გახლეჩილია იმიტომ, რომ ადამიანებს უწევთ ქვეყნიდან წასვლა სამუშაოს საძიებლად, იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, მაგრამ, განა, მართლა სჯერა ან ივანიშვილს ან თქვენ, რომ ქართველი ხალხი 25 წელიწადი აიტანს იმ გაუსაძლის ვითარებას, სადაც ივანიშვილი და მისი კლანური გარემოცვა მდიდრდება კორუფციული გარიგებების ხარჯზე, ხალხი კი უმუშევრობას და უპერსპექტივობას ებრძვის?“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად დაძლევა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა როგორც 2024 წელს, ისე 2025-2028 წლებში თავიდან ბოლომდე ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო