„კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში საერთაშორისო ფორუმში მონაწილე სტუმრებს უცხოეთიდან, ღონისძიების მეორე დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა

„კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის“ ფარგლებში საერთაშორისო ფორუმში მონაწილე სტუმრებს უცხოეთიდან, ღონისძიების მეორე დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა ფორუმის მასპინძელი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, კაკაბეთის რურალური ცენტრი, ჩირის გადამამუშავებელი ქარხანა, ნინოწმინდის მონასტერი და სოფელ მანავში გიუაანის მეღვინეობა დაათვალიერეს.

„მონაწილეობა მიიღეს პურის ცხობის და ხინკლის მომზადების მასტერკლასში. სპეციალურად მათთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში კონცერტი გაიმართა.

შეგახსენებთ, მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები 2023 წლიდან ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას შეუერთდნენ. ამ თანამშრომლობის საფუძველზე აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის - ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა ერთობლივი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების პოპულარიზაციას ემსახურება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება