არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო სივრციდანაა, რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადა - არის თუ არა ეს რეალური ცვლილება, დრო გვიჩვენებს

ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი სწორედ საპარლამენტო სივრციდან არის წარდგენილი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომუნიკაციის ახალი სიხშირე სცადეს, რომელიც ფაქტია, საზოგადოებას მოეწონა - ეს არის თუ არა მართლაც რეალური ცვლილება რადიკალურ ოპოზიციაში, დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ სცადეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატების ქცევებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, იყო მოლოდინები, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე გამოცდილი საპარლამენტო ლიდერის წარდგენა შეცვლიდა გარკვეულწილად იმ პოლიტიკურ გარემოსა და რეალობას, რომელშიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაცია იყო. კიდევ ერთი მიზეზი, რასაც არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ქცევის შეცვლას უკავშირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ „ზემდგომი პირების“ რჩევაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებმა და მათმა პატრონებმა პრინციპში დაინახეს ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10 არჩევნები წააგო უკვე - ეს იყო სწორედ დესტრუქცია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტებიც მიხვდნენ, რომ ეს პარტია არ არის არჩევნების მომგები ასეთი მიდგომებით, ამიტომ აქვთ ახალი რჩევა, ახალი ინსტრუქცია, რაც გინდათ ის დაარქვით ამ ცვლილებას, მაგრამ ფაქტია, ვიღაცამ მათზე უფრო გონიერმა ადამიანმა ეს ყველაფერი დაინახა და ურჩია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო