ირაკლი კობახიძე - რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს?! - კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს სააკაშვილს, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული? - მოიკითხეთ!

რატომ გადასცემს სასამართლო პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლებს?! - ეს კონკრეტული მოსამართლე, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან და რატომ არის პრივილეგირებული?- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

კობახიძემ ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, რადგან როგორც ბუჩუკური ამბობს: „მას ეკრძალება პარტიული საქმიანობა, მაგრამ ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემენ მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე როგორ ატარებს პარტიულ თათბირებს და მონაწილეობას პარტიულ საქმიანობაში“.

კობახიძის თქმით, რბილად რომ ითქვას, არასწორია სასამართლოს გამოყენება პოლიტიკური გამოსვლის პლატფორმად და კითხვა უნდა დაისვას, ვისგან იღებს მსგავს პრივილეგიებს მოსამართლე, რომელიც ამას უშვებს. კობახიძის თქმით: „კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი [პარტია „საქართველოსთვის] კვალიც მიდის”.

„ნამდვილად არასწორი მოვლენაა, რბილად რომ ვთქვათ არასწორი, თუმცა შეგიძლიათ მოიკითხოთ ვისგან და რატომ არის ეს კონკრეტული მოსამართლე პრივილეგირებული, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმას აძლევს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომათა დარბაზში, ვისგან არის ეს კონკრეტული მოსამართლე და რატომ არის პრივილეგირებული. აქ ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ - ჯერ კიდევ დეპუტატი ვარ და ამით ვსარგებლობ, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტად გამიჭირდება ასეთი კომენტარების გაკეთება, მაგრამ დღეს კიდევ შემიძლია გავაკეთო ასეთი კომენტარი. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ნებისმიერი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სასამართლო იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური სიტყვის თქმის პლატფორმა, თუმცა კიდევ ერთხელ, მოიკითხეთ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საბოლოო ჯამში, კვალი შეიძლება მივიდეს იქ, სადაც თქვენი კვალიც მიდის“,- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება