ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა!

ჩვენთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პირველი, რა თქმა უნდა, არის ოცნება და მეორე - ეს არის ამოცანა! - ასე უპასუხა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვას პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმითვე, მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ეს მარტივი არ არის, მაგრამ “ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს, რომ დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს“.

კობახიძემ აქუბარდიას პასუხად ისიც განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანებისთვის კონკრეტული ინიციატივები ხორციელდება.

“ჩვენ აბსტრაქტულ ოცნებაზე არ ვსაუბრობთ. ეს (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) არის ამოცანა, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს დასახული და ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება.

რაც შეეხება საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობაზე ზრუნვას, მონაცემები ადასტურებს რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს. პირველად, საგანგებო კომისია სწორედ 2013 წელს შეიქმნა. იმის მიუხედავად, რომ ოკუპაცია 2008 წელს განხორციელდა, წლების განმავლობაში საკითხს არავითარი ყურადღება არ ეთმობოდა. შეიქმნა არამხოლოდ კომისია, არამედ უამრავი პროექტი განხორციელდა - პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 300 მილიონ ლარს შეადგენს. მარტო შარშან ამ პროექტების ღირებულებამ 60 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება