ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომზე - ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც ჩააბარეს ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას

ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ ეს ადამიანები დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზეც მათ ჩააბარეს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც 2008 წლის, აგვისტოს ომი შეაფასა.

კობახიძის თქმით, „ის რაც მოხდა 2008 წელს, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, უკვე შეაფასა როგორც ღალატი და კიდევ ერთხელ გაიმეორებს.“

„რაც შეეხება 2008 წლის შეფასებას, ის რაც მოხდა 2008 წელს, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ გააკეთა, მე შევაფასე როგორც ღალატი და ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო. მათ შორის, შემიძლია ჩამოვთვალო ის ყველაფერი, რაც წინ უძღოდა 2008 წლის ღალატს. ეს იყო, მაგალითისთვის, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა - არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვათ თუ არა ღალატი?! ეს იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მიკუთვნება - რა შეიძლება დავარქვათ ამას თუ არა ღალატი. ეს იყო ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნების ჩატარება, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე - რა შეიძლება დავარქვათ ამას, თუ არა ღალატი?!

ეს მარტო ერთჯერადი ღალატი კი არ იყო, თანმიმდევრულად მიდიოდნენ ეს ადამიანები დიდი ღალატისკენ, რის საფუძველზე მათ ჩააბარეს ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ თქვენ გააფორმეთ ოკუპაცია, ევროსაბჭოს რეზოლუციას მოაწერეთ ხელი, იქ ჩაწერეთ, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები - რა შეიძლება ამას დაერქვას, თუ არა ღალატი?! ვინ როგორ შეაფასებს ამას მე საერთოდ არ მაინტერესებს, თქვენ ინტერესდებით ხოლმე და თქვენი მედია. როგორ ფასდება ჩვენი განცხადებები რუსული მედიის ან რუსული პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენთვის ეს საინტერესო არ არის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაღაცებს დავარქვათ თავისი სახელი იმისთვის, რომ ასეთი დანაშაულები აღარასდროს გამეორდეს და რაც მთავარია, ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე იმ ღალატთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ 2008 წელს ჩაიდინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში