დავით შერაზადიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს ჰიროიუკი მორის შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს ჰიროიუკი მორისთან და ამავე ოფისის პროგრამების ოფიცერთან კონსტანტინე წერეთელთან სამუშო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების პროექტი განიხილეს, რომელიც სოფელში 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს იაპონური ცოდნის ადგილზე დანერგვის საშუალებით რძის ხარისხის გაუმჯობესებასა და რაოდენობის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში, სოფელ დისველში თებერვლის ბოლოს დაგეგმილია იაპონიიდან ექსპერტების ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს