ირაკლი კობახიძე - დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა - ამ სფეროში პირდაპირ ბრიტანული ან გერმანული კანონები რომ დავაკოპიროთ, სადაც გამოხატვის თავისუფლებაა დაცული, მათ მყისიერად რუსული კანონი დაერქმევა

დეზინფორმაციასთან ბრძოლა დიდი გამოწვევაა - ამ სფეროში პირდაპირ ბრიტანული ან გერმანული კანონები რომ დავაკოპიროთ, სადაც გამოხატვის თავისუფლება არის დაცული, ამ კანონებს მყისიერად რუსული კანონი დაერქმევა , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის, რაზეც რადიკალური ოპოზიცია დგას, არის გაუმჭვირვალობა, სიცრუე და დეზინფორმაცია.

კობახიძის თქმით, ქვეყანაში დეზინფორმაციის ხარისხი და მასშტაბი არის ძალიან მაღალი, თუმცა მეორე მხარეს გამოხატვის თავისუფლება დგას.

“არის ქვეყნები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას შორის სწორი ბალანსის გამოძებნას ახერხებენ - დაცულია ობიექტურობის პრინციპი და იმავდროულად, დაცულია გამოხატვის თავისუფლება. მერწმუნეთ, ჩვენ რომ მსგავსი კანონები დავაინიციროთ, რაც მოქმედებს მაგალითად გერმანიაში ან დიდ ბრიტანეთში, მას აუცილებლად რუსულ კანონს დაარქმევენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს