პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას!

თიხის ფეხებზე შემდგარ ჯუჯა კაცებთან გვაქვს საქმე - ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანა ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრებაა.

"ამოცანას არ წარმოადგენს ხალხის პრობლემების მოგვარება. მათი დღის წესრიგია, რომ კვლავ ხალხის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდნენ. არაფრის გამკეთებლები არ არიან, ერთი თხოვნა მაქვს, არაფერი არ გააფუჭოთ ამ 8 თვეში, რომ მერე ჩვენ მივხედოთ ამ ქვეყანას," - აღნიშნა მანჯგალაძემ.

მან ასევე ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" ერთი ოპოზიციონერისაც კი ეშინია.

"თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილე კვოტით ვინც არის, შეიძლება ჩახსნან. ამას გააკეთებს "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ იმ ერთი ადამიანისაც კი, რომელიც წარმოდგენილია ოპოზიციის მხრიდან. აქ პერსონაზე კი არ არის საუბარი, ოპოზიცია რომ ფიგურირებს ამის ეშინიათ. [ისინი] არიან პატარა ადამიანები. თიხის ფეხებზე შემდგარ ჯუჯა კაცებთან გვაქვს საქმე," - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება