საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ლავრენტი გუდავაძე აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით, 2023 წლის 29 დეკემბერს სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) ოქმის საფუძველზე, კონკურსი გამოცხადდა.

„2024 წლის 9 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატად სტუ-ის პროფესორი, ლავრენტი გუდავაძე წარადგინა.

პროცედურების დაცვით, წარდგენილ კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 13-ვე ფაკულტეტმა და ინსტიტუტებმა. 2024 წლის 5 თებერვალს სტუ-ის წარმომადგენლობითმა საბჭომ კი კენჭი უყარა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას და პროფესორ ლავრენტი გუდავაძეს ერთხმად დაუჭირა მხარი. აკადემიური საბჭოს შესაბამისი დადგენილების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დამსწრე წევრთა უმრავლესობით, არჩეულ იქნა სტუ-ის პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, რომელიც უფლებამოსილებას 2024 წლის 15 თებერვლიდან შეუდგება.

ინფორმაციისთვის: პროფესორი ლავრენტი გუდავაძე არის სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (გერმანია), აკადემიკოს ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემათა და ჰიდროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთი), ლატვიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი. ლავრენტი გუდავაძე არის საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ლავრენტი გუდავაძე სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საკრებულოს მდივანი, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე და ა.შ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია