რელიგიის საკითხთა სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისთვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის გამოყოფილია 1000000 ლარი.

„საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებით ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის" მე-4 მუხლის მეორე პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების პირველი მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისთვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციისა და ფაქტობრივი გარემოებების (მრევლის რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 იანვრის N146 განკარგულებით, საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხურ-სამოციქულო), საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის გამოყოფილი 1000000 (ერთი მილიონი) ლარი რელიგიური თემებს შორის გადანაწილდა შემდეგი ოდენობით:

ა) საქართველოს ისლამური თემი - 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;

ბ) საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი - 100 000 (ასი ათასი) ლარი;

გ) საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) საქართველოს იუდეური თემი - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო