მაკა ბოჭორიშვილი ირაკლი კობახიძეს -  დარწმუნებული ვარ, ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან გამორჩეულ წვლილს შეიტანთ სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში

სრულად ვიზიარებ იმ აქცენტებს, რაც თქვენ გამოყავით და განსაზღვრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებად, მივესამლები ასევე თქვენ ღიაობას და პრობლემებზე არა თვალის დახუჭვას, არამედ, კარგად გააზრების მიდგომას. წინ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი და ძალიან ბევრი გამოწვევა დასაძლევი და ამ საქმეში წარმატებას პირველ რიგში სჭირდება ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკური წინსვლა და საზოგადოების სწორი განვითარება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ხშირად ხდება ხაზგასმა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების გეოპოლიტიკურ თუ პოლიტიკურ ასპექტებზე იმის საჩვენებლად, თითქოს, საქართველო კი არ იმსახურებდა ევროკავშირის კარის გაღებას, არამედ რაღაც, ჩვენგან დამოუკიდებელმა მიზეზებმა თუ მოცემულობამ, აიძულა ევროკავშირი მიეღო ეს გადაწყვეტილება.

„ევროკავშირის გადაწყვეტილებებს აქვს პოლიტიკური ხასიათი, მაგრამ ვინც ამაზე აკეთებთ აქცენტს, იქნებ ისიც გააცნობიეროთ, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკის კეთება სჭირდება, რომ შედეგი მიიღო. მაშინ, როდესაც ნიშნის მოგებით საუბრობთ ევროკავშირის გადაწყვეტილების პოლიტიკურ საფუძვლებზე, ისიც უნდა აღიაროთ, რომ „ქართული ოცნების" სწორი პოლიტიკური ნაბიჯები იყო სწორედ ის, რამაც ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუდო პოლიტიკური საფუძველი", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, რომ არა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიღწეული პროგრესი, რაც უპირობოდ ადასტურებს საქართველოს ლიდერობას დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობაში, ეს გადაწყვეტილება არათუ მიღებული, საერთოდ განხილულიც არ იქნებოდა.

„რომ არა „ქართული ოცნების", როგორც პოლიტიკური გუნდის ძლისხმევა 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში, ვერც ევროკომისიის რეკომენდაცია იქნებოდა დადებითი კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს მიმართა:

„დარწმუნებული ვარ, თქვენ, ახლა უკვე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან გამორჩეულ წვლილს შეიტანთ არა ფსევდოევროპული, არამედ ნამდვილად ევროპული ფასეულობების დაცვაში, გაძლიერებაში და სუვერენული, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, რომელიც ღირსეულად დადგება ევროპული სახელმწიფოების გვერდით".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება