ფორუმი „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა

მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო ფორუმი, „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა” საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის დელეგაცია, დიპლომატიური კორპუსი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპიკერებმა მარნეულიდან და საგარეჯოდან, სტუმრებს მუნიციპალიტეტების კულტურული და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს.

„მოეწყო „კულტურის, ღვინის და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმის" პრეზენტაცია. ასევე, პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო ექსპერტებმა და მომხსენებლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ღონისძიების მიზანს ორი მუნიციპალიტეტის კულტურული და ტურისტული პოტენციალის ჩვენება, საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაცია და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

ფორუმი მარნეულისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო კულტურული პროგრამების ბიუროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „იუნესკოს კათედრის" კოორდინირებით ჩატარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება