რუსტემ უმეროვი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ - საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები

დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მადლობელი ვარ ვალერი ზალუჟნის ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი “ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

“ომი იცვლება და ცვლილებებს მოითხოვს. საბრძოლო ქმედებები 2022, 2023 და 2024 წლებში - სამი სხვადასხვა რეალობაა. 2024 წელი ახალ ცვლილებებს მოიტანს, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. საჭიროა ახალი მიდგომები, ახალი სტრატეგიები. დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ, ვალერი ფიოდორის ძე [ზალუჟნი], ყველა მიღწევისთვის და გამარჯვებისთვის. დიდება უკრაინას”, - წერს უმეროვი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება